суббота, 2 июня 2018 г.

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:  ხაბალაევი თეა
საგანი:რუსული ენა
სწავლების საფეხური : საბაზო
კლასი:  VIII
მოსწავლეთა რაოდენობა: 7
გაკვეთილის თემა:ვილაპარაკოთ სილამაზეზე
გაკვეთილის მიზანი: ინფორმაციის გაგება-გააზრება,გადმოცემა,საკუთარო შეხედულების წარმოდგენა, წერილობითი და კითხვითი უნარჩვევების განვითარება,სრული სიტყვების გამოყენება.   
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები და ინდიკატორები:
უცხ.ს.III.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მცირე ზომის თხრობითი ტექსტი .
უცხ.ს.III.13. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტების შედეგნა .
უცხ..III.18. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით საუბარი.


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
საშინაო დავალების შემოწმება. შევახსენებთ მათტვის ცნობილ შეფასების კრიტერიუმს.
თვითშეფასება
მთელი კლასი
 რვეული,პროექტორი,კომპიუტერი
5 წ.
2
მოტივაციისთვის ვიწყებთ საუბარს სილამაზეზე,შემდეგ ჩვენს გარშემო,ადამიანის და ა.შ.
გონებრივი იერიში
მთელი კლასი

2 .წ
3
კლასი იყოფა ჯგუფებად,თითოეულს აქვს ერთი ქვეყანა არჩეული, უნდა გაანალიზონ ტექსტი, ყურადღებას აქცევენ რთულ სიტყვებს.წარმოადგინონ,გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება სილამაზის მცნების მიმართ.

ჯგუფური
თაბახის ფურცელი, წიგნი
15 წ.
4
პრეზენტაციის დროს ეკრანზე გამოდის შესაბამისი ქვეყნის სილამაზის ეტალონი.
პრეზენტაცია

პროექტორი,კომპიუტერი,თაბახის ფურცელი
13 წ.
5
ვაჯამებთ და თითოეული ჯგუფი წარადგენს დღევანდელი სილამაზის ეტალონს.

ჯგუფური
პროექტორი,კომპიუტერი,თაბახის ფურცელი
5 წ.
6
თვითშეფასება ჯგუფში.



3 წ.
7
საშინაო დავალება. მოსწვალე თვითონ წერს მისთვის სილამაზის ეტალონად მიჩნეულ პიროვნებაზე ან კრიტერიუმზე

ინდივიდუალური
რვეული, ინტერნეტი
2 წ.

გაკვეთილი ბოლოს მისაღწევი შედეგები:

შეფასება:

განმსაზღვრელი შეფასება



კრიტერიუმი
1-2
3-4
5-6
7-8
9
10
უცხოენოვანი ტექსტის ნაწილების წაკითხვა, გააზრება, შინაარსობრივ აწყობა
მოსწავლეს  უჭირს უცხოენოვანი ტექსტის წაკითხვა

მოსწავლე კითხულობს, მაგრამ ვერ იგებს უცხო ენოვან ტექსტ
მოსწავლე კითხულობს, იგებს მხოლოდ მინიმალური რაოდენობის სიტყვებს, მაგრამ ვერ ალაგებს შინაარსობრივად უცხოენოვან ტექსტს.
მოსწავლე კითხულობს უცხოენოვან ტექსტს, ლექსიკონში პოულობს უცხო სიტყვებს, შინაარსობრივად ალაგებს ტექსტს, თუმცა უშვებს 2-3 შეცდომას.

მოსწავლე კითხულობს უცხოენოვან ტექსტს, ლექსიკონში პოულობს უცხო სიტყვებს, შინაარსობრივად ალაგებს ტექსტს, თუმცა უშვებს 1 შეცდომას.

მოსწავლე კითხულობს უცხოენოვან ტექსტს, ლექსიკონში პოულობს უცხო სიტყვებს,  შინაარსობრივად ალაგებს ტექსტს, არ უშვებს  შეცდომას.